“ახალი საქართველო” საოკუპაციო ხაზთან

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” კვირას, 6 აგვისტოს იმყოფებოდა საოკუპაციო საზღვართან, ყარაფილას გადასახვევთან, სადაც პატრულირებენ მოხალისეები. აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერები გიორგი ვაშაძე და მამუკა გამყრელიძე. მოხალისე პატრული, დათო ქაცარავა და სხვა მოხალისეები დეტალურად ესაუბრნენ, აქციის მონაწილეებს, არსებული პრობლემებისა და საფრთხეების შესახებ, რაც ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარეობს. გიორგი ვაშაძე და აქციის მონაწილეები შეხვდნენ და ესაუბრნენ, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *