ღია წერილი ოპოზიციას

„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ღრმა სტაგნაციაში შეიყვანა. თითოეული დღე უფრო და უფრო ამძაფრებს ამ კრიზისს. თვითმმართველობის არჩევნები იძლევა შანსს, შევცვალოთ არაფორმალურ მმართველობაზე დამყარებული ხელისუფლება.

ცხადად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს.

ასეთ პირობებში, გათითოკაცებული ოპოზიციისათვის განსაკუთრებულად რთული იქნება სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება.

მნიშვნელოვანია, პროდასავლური ოპოზიციური ელექტორატის კონსოლიდაცია და მობილიზება საერთო მიზნის მისაღწევად – ჩვენი ამოცანაა, არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა!

აქ წარმოდგენილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები ვერთიანდებით საერთო ამოცანის გადასაწყვეტად. გამოვდივართ რა პრინციპიდან „ძალა ერთობაშია”.

მოვუწოდებთ პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს, გავერთიანდეთ დემოკრატიული პრინციპების გარშემო და მაქსიმალურად ღია და კონკურენტული გზით (პრაიმერით) ავირჩიოთ მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატები და ერთიანი ძალით პირველივე ტურში დავამარცხოთ სახელისუფლებო კანდიდატები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს გაგაცნოთ ჩვენი კონკრეტული მოსაზრებები და ფაქტები, რითიც ნათლად წარმოვაჩენთ, თუ რატომაა აუცილებელი პრაიმერის გზით კანდიდატების შერჩევა და რა დადებითი ეფექტი ექნება მას საერთო გამარჯვების მისაღწევად, საარჩევნო პროცესისა და ქვეყნის განვითარებისთვის:

1. ბრძოლა არჩევნებში უნდა იყოს გამარჯვებისთვის და არა მეორე ტურში მონაწილეობისთვის. თუ გადავხედავთ საქართველოში ჩატარებული არჩვენების სტატისტიკას, არასდროს ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ოპოზიციის კანდიდატმა, მეორე ტურში არათუ სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატის, არამედ საკუთარი მხარდამჭერების ხმების მობილიზება და პირველი ტურის შედეგის გაზრდა შეძლო. რასაც ბოლო წლების სტატისტიკაც აჩვენებს, მაგალითად, 2014 წელს თბილისის მერის არჩვენებში

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ, პირველი ტურში მიიღო 92125 ხმა, მეორე ტურში – 84350 ხმა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ – პირველ ტურში – 151807 ხმა, მეორე ტურში – 222066 ხმა.

ყვარელი თვითმმართველობის არჩევნები, 2014 წელს, ხატია დეკანოიძემ პირველ ტურში მიიღო 3610 ხმა. მეორე ტურში – 2293 ხმა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – ილია მზექალაშვილმა კი პირველ ტურში 7249 ხმა. მეორე ტურში – 9142 ხმა;

მარნეული, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა მიიღო – 10026 ხმა. მეორე ტური – 6372 ხმა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, თამაზ ნავერიანმა – პირველ ტურში 9050 ხმა, მეორე ტურში16509 ხმა;

2. არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილე ოპოზიციური კანდიდატები და პარტიები ნიშნავს „ქართული ოცნების“ თამაშს, რადგან ოპოზიციურად განწყობილი 70 პროცენტიანი ელექტორატი დაინახავს, რომ ბრძოლა მიმდინარეობს, რაღაც გაუგებარი, მეორე ტურისთვის და არა გამარჯვებისთვის, შესაბამისად ხმები დაიყოფა და დაიქსაქსება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მწირი რესურსების პირობებში ამომრჩევლის მობილიზება ვერ მოხერხდება;

3. გაერთიანების ერთადერთი გზას არის ღია პრაიმერი, როგორც მერობის და გამგებლობის, ასევე მაჟორიტარების და პარტიული სიების შესარჩევად. კულუარული მოლაპარაკებები იწვევს უნდობლობას საზოგადოებაში და ჩვენი გამარჯვებისთვის აუცილებელია ახალი, ღია გახსნილი და გამჭვირვალე პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. მზად ვართ თქვენთვის სასურველ დროს ვისაუბროთ კონკრეტულ მექანიზმებზე;

4. ამ ტიპის პრაიმერის ჩატარების პრეცედენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა, შესაბამისად ვფიქრობთ რომ სუსტ წინა სააარჩევნო კამპანიას, რისი თვითმხილველებიც ახლა ვართ, პრაიმერი მისცემს ახალ ძლიერ იმპულსს. ჩვენი კონსოლიდაცია მიიპყრობს ოპოზიციური ელექტორატის ყურადღებას, გააჩენს ნდობას საზოგადოებაში საარჩევნო პროცესის მიმართ, დაგვეხმარება საბოლოო გამარჯვებაში;

5. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პრაიმერიზე მოწვეულ იქნას არასამთავრობო სექტორი, როგორც პრაიმერის საარჩევნო პროცედურის ორგანიზატორი. ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები. გამოყენებულ უნდა იქნას ცესკოს ორგანიზაციული და მატერიალური რესურსი.
გთხოვთ, ყველა ზემო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთი კვირის ვადაში, გვაცნობოთ არგუმენტირებული პოზიცია, რომ ნაცვლად ზოგადი შეფასებისა, კონრეტულად გავიგოთ თქვენი მოსაზრება რას ეფუძნება, რა გათვლებს და რა გამოცდილებას.

თუ არის სხვა მოსაზრებები შეთავაზებებთან დაკავშირებით გთხოვთ, გვაცნობოთ.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმა “ძალა ერთობაშია”

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *