პეტიცია: საპენსიო ასაკი გახდეს 60 წელი კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც

პეტიცია     ხელმოწერები

მოვითხოვთ საპენსიო ასაკი გახდეს 60 წელი კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც!

ვინაიდან საქართველოს კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ თავი II, მუხლი 5, პუნქტი 1-ის მიხედვით ,,პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან“ , რაც აშკარა დისკრიმინაციაა როგორც კაცების, ასევე ქალების.

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთანაც.

დარღვეულია თანასწორობის პრინციპი და ჩვენი აზრით სქესის და ასაკის მიხედვით ადამიანების განსხვავება მიუღებელია.

მოვითხოვთ საპენსიო ასაკი ყველასთვის, განურჩევლად სქესისა გახდეს 60 წელი.

პარტია ,,გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია და სოციალური სამსახური ამ მიმართულებით სამართლიანი ცვლილების მოთხოვნით ვიწყებთ ონლაინ ხელმოწერების შეგროვებას.

საპენსიო ასაკი თანაბარია მსოფლიოს ორმოცდახუთ ქვეყანაზე მეტში. მაგალითად  ბელგია, საფრანგეთი, დანია, ესტონეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და სხვა.

 

პეტიცია     ხელმოწერები

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *