“ახალი საქართველოს” განცხადება ირაკლი ჩხვირკიას საქმესთან დაკავშირებით

უკვე ყველასთვის ცხადზე ცხადია, რომ რომ ირაკლი ჩხვირკიას ბათუმში არეულობის მოწყობის ორგანიზებაში არავითარი ბრალი არ მიუძღვის. მის წინააღმდეგ წარმოებული პროცესი არის უსამართლობა და მსგავს რამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს! ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და არა დაპირისპირება! ამიტომ, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მოსამართლეს, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს და რაც შეიძლება მალე მოხდეს ირაკლის გათავისუფლება. სამართალდამცავი სისტემის მხრიდან ეს იქნება ღირსეული საქციელი!
პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” და ახალი ოპოზიციური ერთობა ამზადებთ შუამდგომლობას, რომელსაც გავუგზავნით ყველა პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას.
მოვუწოდებთ მათ, მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას და ყველამ ერთად მოვითხოვოთ ირაკლის გათავისუფლება.
ძალა ერთობაშია!

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *