დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” იწყებს, ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას. უკვე არის 20-მდე ორგანიზაციის ხელმოწერა. “ახალი საქართველოს” წარმომადგენლები თბილისში 30 ლოკაციაზე აგროვებენ ხელმოწერებს.

ხელმოწერის მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ “ახალი საქართველოს” ოფისში, კოსტავას პირველი შესახვევი, #7, ბ.1 ან დაგვიკავშირდით და ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მოგაწვდიან პეტიციას.

პეტიციის ტექსტი:

ადრესატი: საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორც ცნობილია, ირაკლი ჩხვირკიას ბათუმში არეულობის მოწყობის ორგანიზებაში არავითარი ბრალი არ მიუძღვის. ეს არის უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში უნდა დამთავრდეს! ქვეყანას განვითარებისა და წინსვლისთვის სჭირდება გაერთიანება და არა დაპირისპირება!
ამიტომ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს. გთხოვთ, მოუხსნათ ირაკლის უსამართლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები, რათა იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდანვე.
შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შემოუერთდნენ აღნიშნულ პეტიციას და ყველამ ერთად მოვითხოვოთ უდანაშაულო ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლება.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *