თამთა შამათავა ლაბორატორიული კლევის შედეგებს, ირონიულს უწოდებს

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონის მოწყობის თაობაზე განცხადებას აკეთებს. თამთა შამათავა ლაბორატორიული კლევის შედეგებს, ირონიულს უწოდებს.

“ის ფაქტი, რომ ექსპერტების დასკვნით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გამწვანება შეუძლებელია , მსუბუქად რომ ვთქვათ, სასაცილოა.  როგორი დასაჯერებლია, რომ მიწაზე ხეების დარგვა შეუძლებელია, როცა შენობების სახურავების ვერტიკალური გამწვანება ერთგვარ ტრენდად იქცა და იმაზე ვმსჯელობთ, ორანჟერეა  მოვაწყოთ სახურავზე თუ ბოსტანი.  დავით ნარმანიასაც კი წამოცდა ვერტიკალური გამწვანების თაობაზე, რაც მისასალმებელია.

ამ ფონზე, საინტერესოა, საიდან მოიტანეს, ვის მოაფიქრდა ან ვის დააწერინეს ეს დასკვნა? ვინ გადაწყვიტა, რომ მიწაზე ხეები ვერ ირგვება ან  ვის ინტერესებს ემსახურება?!

პარადოქსია, მაგრამ ნარმანიას უნდობლობას ამ ლაბორატორიული კვლვის მიმართ სრულიად ვეთანხმები. რა გახდა ერთი გაუბედურებული  ელიავას ტერიტორიის  გამწვანება, რატომ არის ეს შეუსრულებელი მისია. სრულიად შესაძლებელია, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდეს სარეკრაციო ზონის მოწყობა და ამავდროულად, შეინარჩუნოს თავისი ფუნქციაც”- განაცხადა თამთა შამათავამ.

წყარო: http://www.ipress.ge/new/82023-tamta-shamatava-laboratoriuli-klevis-shedegebs-ironiuls-utsodebs

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *