ხანძარი ბორჯომის ხეობაში: “ახალი საქართველოს” განცხადება

სამწუხაროდ, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ახლა, მთავარია ხანძარი საცხოვრებელ სახლებზე არ გავრცელდეს. მთავარია დავიცვათ მოსახლეობა!

ამ დროის ინფორმაციით, ადგილობრივების ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, თუმცა მათი დიდი ნაწილი დახმარებას ითხოვს.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხვალ დილით, სამაშველო სამუშაოებში ქართული, აზერბაიჯანული და თურქული ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.

წარმატება და გამძლეობა მინდა ვურუსვო ჩვენს მეხანძრე-მაშველებს!

მას შემდეგ, რაც მოხდება ხანძრის ლოკალიზება და დადადგინდება გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია შეფასდეს და დეტალურად აღიწეროს, რატომ ვერ ხერხდება ხანძრის დროული ჩაქრობა. რატომ გავრცელდა აალება 6 ჰექტარ ტერიტორიაზე.

იმ შემთხვევაში,თუ გვაქვს პრობლემები მენეჯმენტთან, საჭიროა მათი დაუყოვნებლივი გადაჭრა.

ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მსგავს ვითარებაში, სწრაფი რეაგირების გეგმა.
უკვე მერამდენედ, ვგრძნობთ უსუსურობასა და უიმედობას მსგავს ვითარებაში.

 

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *