გიორგი ვაშაძე თბილისის მერად: “სამოქმედო გეგმა – წარმატების ფორმულა”

 სამოქმედო გეგმა – წარმატების ფორმულა კონკრეტული პროექტები კონკრეტული ვადებით

1. 2017 წლის დეკემბერი – გაუქმდება გამგეობები, როგორც ბიუროკრატიულ-კორუფციული წარმონაქმნი;

2. 2018 წლის იანვარი – თბილისში დაინერგება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალ ხარისხს. თბილისის ყველა მოქალაქეს წინასწარ ეცოდინება უბნისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მოცულობა და შეეძლება თავად მიიღოს მონაწილეობა უბნებში განსახორციელებულ პროექტებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში;

3. 2018 წლის მარტი – დაიწყება თბილისის გარდაქმნა რეგიონში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქად. ტრადიციულ გამწვანებასთან ერთად, თბილისში დაინერგება ქალაქის გამწვანების ინოვაციური პროექტები;

4. 2018 წლის 1 ივნისი – მერიაში 1200 კაცის ნაცვლად იმუშავებს 50 პროფესიონალი, მერია გადავა პროექტულ მართვაზე, რითაც გაიზრდება მუშაობის ეფექტურობა;

5. 2018 წელი – ბიუროკრატიული დანახარჯები შემცირდება 80%-ით; გამოთავისუფლებული თანხებიდან დაფინანსდება ქალაქისთვის საჭირო ინოვაციური და სხვა პროექტები;

6. 2018 წელი – ყოველწლიურად 30 მილიონი ლარით დაფინანსდება სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები;

7. 2018 წელი – ყოველწლიურად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება ინოვაციური მეცნიერებების განვითარებაზე;

8. 2018 წლის სექტემბერი – თანაბარგანვითარებული ქალაქის კონცეფციის შესაბამისად, ყველა უბანს ექნება თავისი ფუნქცია, რაც განსაზღვრავს მისი განვითარების ერთიან სტრატეგიას. აღარ მოხდება თბილისის დაყოფა პერიფერიებად და ცენტრად. ყველა უბანს ექნება თავისი ცენტრი და ადგილზე შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები;

9. 2018 წლის ნოემბერი – თბილისში ურბანულ დაგეგმარებაში დაინერგება ევროპული საპროექტო სტანდარტები – ევროპული სტანდარტის გზა, საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, გადასასვლელები, პარკინგი, შემუშავდება ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ახალი სამშენებლო ნორმები, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ნორმების ნაწილში;

10. 2018 წლის ნოემბერი – თბილისის მერიაში ყველა საჯარო ინფორმაცია იქნება ონლაინ ხელმისაწვდომი;

11. 2018 წლის დეკემბერი – თბილისი გახდება ჰაბი ინოვაციური ბიზნესისთვის, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თბილისში შესაძლებელი იქნება სერვისების მიღება დისტანციურად, კერძოდ: კომპანიის რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშის გახსნა და ბიზნესის წარმოება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის;

12. 2018 წელი – ყოველწლიურად 1-7 იანვარს თბილისში გაიმართება ყველაზე დიდი საახალწლო ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში, რაც მოიზიდავს ტურისტებს და შექმნის სამუშაო ადგილებს;

13. 2019 წელი – ყოველწლიურად, 1-15 მაისს თბილისში გაიმართება გლობალური კრიპტოინოვაციური ფორუმი;

14. 2019 წლის ზაფხულიდან – ყოველწლიურად, თბილისში გაიმართება მსოფლიო ხალხების ეთნო-კულტურული ფესტივალი;

15. 2019 წლის განმავლობაში ყველა უბანში გაიხსნება ახალი თაობის მუნიციპალური იუსტიციის სახლი;

16. 2019 წლიდან თბილისობა გახდება საერთაშორისო ფესტივალი და უმასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებსა და მათ მაცხოვრებლებს;

17. 2019 წლის ნოემბერი – თბილისის ზღვასა და აეროპორტს შორის (ლილოს ტერიტორიაზე) დაიწყება მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინ ქალაქის მშენებლობა, რომელიც იმუშავებს სრულად მზის ენერგიაზე. თბილისის ყველა მაცხოვრებელი გახდება ბლოკ-ჩეინ ქალაქის კრიპტო აქციის მფლობელი;

18. 2019 წლის ნოემბერი – თბილისში ყველა ელექტრონული მართვის სისტემა გადავა ბლოკ-ჩეინ ტექნოლოგიაზე;

19. 2019 წლის დეკემბერი – ბლოკ-ჩეინ ქალაქში დაიწყება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა;

20. 2020 წლის იანვარი – თბილისი გახდება საჰაერო ჰაბი, 3 საათის საფრენ რადიუსში ყველა მილიონიან ქალაქთან იქნება პირდაპირი რეისები, ხოლო 2021 წლიდან ფრენები განხორციელდება ევროპის 35 დედაქალაქის მიმართულებით. ამის შედეგად, თბილისის აეროპორტში შეიქმნება 5 000 დამატებითი სამუშაო ადგილი;

21. 2020 წლის იანვარი – თბილისში ყველა ტაქსი იქნება ელექტრო;

22. 2020 წელი – თბილისი იქნება მაქსიმალურად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;

23. 2021 წელი – თბილისი სრულად გადავა საზოგადოებრივ ელექტროტრანსპორტზე;

24. 2021 წლის იანვარი – თბილისი შევა ყველაზე ინოვაციური დედაქალაქების რიცხვში;

25. 2021 წლის თებერვალი – თბილისის ძველი უბნები გახდება ევროპის ახალი კულტურულ-ინოვაციური ცენტრი, ძველ ქალაქში იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მეტი საფეხმავლო ქუჩა;

26. 2021 წელი – თბილისში უმუშევრობა შემცირდება 5%-მდე;

27. 2021 წლის 12 აგვისტო – დიდგორის ბრძოლიდან 900 წლისთავზე თბილისი კვლავ უნდა იყოს მსოფლიო ლიდერ ქალაქთა შორის;

 თბილისი – ლიდერთა შორის! 
 #შეცვალე წარმატებისთვის 

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *