“ახალი საქართველო“-ს განცხადება 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობასთან დაკავშირებით

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო” განცხადებას ავრცელებს:

“ვეხმაურებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ახლა უკვე საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორი დასკვნები გაკეთდება მომხდართან დაკავშირებით.
არასწორია, პროცესში მხოლოდ ორი არასრულწლოვანის დადანაშაულება!
დამნაშავეა სოციუმი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს გარშემო. სიძულვილის ენა, რომელიც ყოველდღიურად ისმის, დაუნდობელი გარემო, რომელსაც მივყავართ მსგავსი სახის დანაშულებამდე.
მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოხდეს გარკვეული ფასეულობების გადახედვა!
საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, თუ როგორი სახის განათლების სისტემას ვაშენებთ.
მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით, შეუძლებელია ჩამოყალიბდეს სრულფასოვანი განათლების სისტემა. საჭიროა ფუნდამენტური გარდატეხა, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე ახალგაზრების ცნობიერებაში. სწორი რეფორმები მოახდენს ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებასა და გაღვივებას ახალ თაობაში.
უნდა მოხდეს ფართო ჩართულობა, საზოგადოებრივი მსჯელობა და საფუძვლიანი განხილვა. პროცესში უნდა ჩაერთოს თითოეული მოქალაქე”

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *