• ა.წ. 23 მაისს „ახალი საქართველოს” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მთავარ პროკურატურაში, სადაც შეხვდნენ პროკურორსა და გამომძიებელს, რომლებიც მუშაობენ „უფასო სასადილოების” საქმეზე;
  • შეხვედრისას საუბარი შეეხო აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რასთან დაკავშირებითაც “ახალი საქართველოს” წარმომადგენლებს აცნობეს, რომ საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო სამუშაოები, რაზეც კონკრეტულად ვერ ისაუბრებენ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე;
  • „ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ დამატებით სტატისტიკური მონაცემები გააცნო საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებს;
  • თეონა ჭალიძემ, მედიასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელობაზე, რაც უდავო დახმარებას გაუწევს სამართალდამცავ ორგანოებს, საგამოძიებო საქმიანობაში.