ნანა ტოხვაძე: “დღეს სკოლებს სჭირდებათ მართვის ცოცხალი პრაქტიკა და რეალური ავტონომია”

“მივმართავთ ბ-ნ, ჩხენკელს, ნუ შეაყრის თვალში ნაცარს საზოგადოებას და გამოფხიზლდეს”.
პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი 2018 წლის საატესტატო გამოცდების საგანგაშო შედეგებს ეხმაურება. ნანა ტოხვაძემ, საერთაშორისო რეიტინგების შკალაზე საქართველოს ადგილზე ისაუბრა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა  და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდა, გაეცნონ  და გაანალიზონ ბოლო ათწლეულის სავალალო შედეგები.

ნანა ტოხვაძე :
“განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოვუწოდებ გაეცნონ და გაანალიზონ ბოლო ათწლეულის შედეგები, მათ შორის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დასკვნები, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. სასკოლო განათლებას საქართველოში შველა ჭირდება!

მივმართავთ ბ-ნ, ჩხენკელს, ნუ შეაყრის თვალში ნაცარს საზოგადოებას და გამოფხიზლდეს; სამოქმედო გეგმა, რომელიც მან წარადგინა ახლოსაც არ არის სასკოლო განათლების გამოწვევებთან და მასზე რეფორმის დარქმევა, რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობაა.

  • სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევისა და შეფასების უახლესი მონაცემებით, PIRLS -ის 2006-2016 წლების დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოში წიგნიერების ინდექსის კვლევის შედეგად 8-9 წლის მოზარდებში, მინიმალური კომპეტენციის, წაკითხულის გაგების პრობლემა აქვს და დაბალ საფეხურზეა მოსწავლეთა 86%, ხოლო 14 % კი ე.წ. კრიტიკულ მასას წარმოადგენს.
  • TIMSS -ის და PISA-ს საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საშუალო ნიშნულს (500 ქულას). როგორც მე-4, ასევე  მე-8 კლასის მოსწავლეების შემთხვევაში 30%-მდე მერყეობს მოსწავლეთა  რიცხვი, რომლებიც მათემატიკაში მინიმალურ მოთხოვნებს ვერ ძლევს – საქართველო უსწრებს მხოლოდ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ლიბანი, ყატარი, ჩილე, საუდის არაბეთი, იორდანია და სხვა.
  • სახელმწიფო შეფასების შკალა აჩვენებს, რომ სკოლის საბაზო საფეხურზე მყოფ 15 წლის მოზარდების 49 % -ქიმიაში, 35 %-მდე ფიზიკაში, ბიოლოგიაშ 13 % აღმოჩნდა მიღწევების დაბალი საფეხურის ქვემოთ.
  • 2018 წლის საატესტატო გამოცდებზე 11.000 მეტი მე-12 კლასელი ჩაიჭრა. ციფრი საგანგაშოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების  22 % შედის 2.400 მეტი აბიტურიენტი, რომელთაც განაცხადი შეიტანეს საერთო ეროვნულ გამოცდებზე და წელს უმაღლეს სასწავლებლებში გეგმავდნენ ჩაბარებას.
  • განსაკუთრებით სავალალო შედეგებია მოსალოდნელი მე-11 კლასის საატეტსტატო გამოცდებში, სადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებში ბარდება 4 გამოცდა.

მართვის ცოცხალი პრაქტიკა და რეალური ავტონომია სკოლებს, აი რა ჭირდება საჯარო სკოლას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ესტონეთის, ფინეთის, ჰოლანდიისა და სხვა ევროპული ქვეყნების განათლების სისტემების გამოცდილება.ბავშვზე ორიენტირებული სკოლის რეფორმა, უნდა გულისხმობდეს, ზოგადი განათლების ბიუჯეტირებას და გაწეული ხარჯის მიახლოებას მშპ 2.5 % მაინც.  ეს გზა დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა უკვე ათეული წლების წინ გაიარეს.  ძლიერი საჯარო სკოლა შესაძლოა მივიღოთ, თუ უსწრაფესად გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს:

  • დეცენტრალიზაციის და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრაქტიკაში გადატანას. სკოლების ავტორიზაცია/აკრედიტაციის მოსამზადებელი ეტაპის უზრუნველყოფა – სკოლების რანგირება, შიდა შეფასება, კონკურენტუნარიანობის ანგარიში მოსწავლეებს და მშობლებს.
  • დეპოლიტიზირება – ზემოდან-ქვემოთ მართვის პირამიდის მოშლა.
  • საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა დირექტორთა არჩევა-დანიშვნის წესში. სკოლის უსაფრთხოებას და პოზიტიურ, ბავშვზე ორიენტირებულ გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ინაწილებს სკოლის ადმინისტრაცია მანდატურის სამსახურთან  ერთად.
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის ეფექტური მართვა – 60 წლის და ზევით, მასწავლებლის ასაკობრივი წილის მიხედვით (19%) TALIS საერთაშორისო კვლევაში მონაწილე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე მაღალია.

80 წლის 224 მასწავლებელი ;

71-დან 80 წლამდე  – 2 501 მასწავლებელი;

61-დან 70 წლამდე  – 10 834;

51-დან 60 წლამდე  – 15 501;

41-დან 50 წლამდე – 16 512;

31-დან 40 წლამდე – 10 756;

21-დან 30 წლამდე – 3 207;

21 წლის – 9 მასწავლებელი;

ჩვენ გთავაზობთ გამოსავალს. ინიციატივა, საგანმანათლებლო რეფორმაზე დაფუძნებულია სასკოლო განათლების რეალურ საჭიროებებზე და განათლების სამინისტროსა და ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში გულისხმობს 4 უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტას.

  1. ადრეული განათლების მნიშვნელობის გაზრდა ( საკანონმდებლო დონეზე შემუშავებული სახელმწიფო სტანდარტის ეფექტური ამუშავება, 2016 წ. კანონი “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ ) და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა ბავშვის სოციალიზაციის და სკოლამდელი განათლების მიღების პროცესში.
  2. ბავშვთა უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებში მშობელთა ჩართულობა, სკოლის პრიორიტეტების განსაზღვრა ჩართულ მხარეებთან ერთად.
  3. ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში სწავლების მეთოდებისა და მისაღწევი შედეგების თანხვედრა, პრაქტიკული კვლევა. მსაწავლებელთა კვალიფიკაციის სქემის ეფექტური გამოყენება.

განათლების პოლიტიკის გრძელვადიანი ხედვა- ფორმალურიდან პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადასვლა. საჯარო სკოლა, როგორც ავტონომიური, კონკურენტუნარიანი და  საზოგადოებისთვის სანდო დაწესებულება.”

უახლოეს მომავალში აღნიშნულ თემაზე პრეზენტაციას გამართავს “ახალი საქართველო” და განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, საკუთარ ხედვებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს გააცნობენ განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *