“ახალი საქართველოს” სოციალური სამსახური 1 წლის ანგარიშს წარადგენს

ამა წლის 3 ივნისს ,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების  ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე შეაჯამებს სოციალური სამსახურის მუშაობის 1 წლის შედეგებს და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას გააკეთებს. იმ პირებს, ვინც სოციალურ სამსახურს მუშაობაში დახმარება გაუწია ,,სოციალური სოლიდარობის დასტურად” სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

ღონისძიებას დაესწრებიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების წარმომადგენლებიც.

,,მთელი წლის განმავლობაში ,,ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახური მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე რამდენიმე ათას ადამიანთან. სამწუხაროდ ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და საარსებო შემწეობის იმედადაა დარჩენილი. ჯამში ერთი მილიონი ადამიანია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და საჭიროებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას. ასეთი პროგრამების ნაწილი არსებობს, მაგრამ ხარვეზებით მუშაობს. ჩვენი მიზანი სწორედ ამ სოციალური პროგრამებისა და პროექტების გაუმჯობესება იყო და არის. 3 ივნისს შევაჯამებთ ჩვენი ერთი წლის საქმიანობას და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას და  ანგარიშვალდებულების პრინციპიდან გამომდინარე გვინდა ანგარიში ჩავაბაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი იმედი აქვს“- აცხადებს ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *