თამთა შამათავა: “ბატონო მერო, იქნებ გადახედოთ თანამედროვე ტრენდებს და მიღწევებს ეკოლოგიური თვალსაზრისით და არ დაგვაბრუნოთ წარსულში”

მაშინ როცა, მსოფლიო, თანამედროვე ტენდენციებს ნერგავს და ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს, დედაქალაქის მერია დიზელზე მომუშავე ავტობუსების შეძენას აპირებს. “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი, თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შეძენას ეხმაურება:

“მსოფლიო ვითარდება, წამყვანი ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უფრო სუფთა, ეკოლოგიურად ჯანსაღი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება, ჩვენ კი ამ დროს 90-იანებს ვერ გავცდით. როგორც ჩანს, კახა კალაძე ახალ ტრენდებს და თანამედროვე ტენდენციებს, მხოლოდ მოდაში მიყვება. ევროპის წამყვან ქვეყნებს და ქალაქებს აქვთ სტრატეგია და გეგმა, როგორ შეამცირონ ჰაერის დაბინძურება. მაგალითად, პარიზის და ლონდონის მერები 2020 წლიდან დიზელზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავენ. იგივე ხდება ჰამბურგში, ათენში, მეხიკოში, ოსლოში და სხვა ბევრ ქალაქში. ამ დროს კი, თბილისის მერს 45 მილიონად დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოყავს ქალაქში, რომლის ჰაერიც კლავს. მსოფლიო გავლენიანი ორგანიზაციების კვლევის თანახმად, თბილისში ჰაერის დაბინძურება დადგენილ ნორმას 300%-ით აღემატება და ერთ-ერთი მოწინავეა ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის. არ არსებობს სტრატეგია და შესაბამისად, არც პასუხი, სად ვიქნებით 2020 ში ან 2025-ში მაინც? ბატონო მერო, იქნებ გადახედოთ თანამედროვე ტრენდებს და მიღწევებს ეკოლოგიური თვალსაზრისით და არ დაგვაბრუნოთ წარსულში” – აცხადებს თამთა შამათავა.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *