გიორგი ვაშაძე – ჩვენ ვქმნით გუნდს, რომელიც ახალი თაობის რეფორმებს განახორციელებს

110

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, თოქ-შოუ “არჩევანში”, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და გაერთიანებული ოპოზიცია  “ძალა ერთობაშიას” გეგმებზე ისაუბრა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.
“საქართველოში არჩევნები ერთ დღეს არის. ჩვენ პირველ ტურში უნდა მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“!
ყველას ვეკითხები, ნუთუ არ გგონიათ, რომ ჩვენ მეტი შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ? არ გგონიათ, რომ საქართველოს მეტი პოტენციალი აქვს? არ გგონიათ, რომ მოვიდა დრო, რომ სიღარიბე დავამარცხოთ და ახალი განვითარების ეტაპი დავიწყოთ? ახალი თაობის რეფორმები განვახორციელოთ?
სწორედ ამ გუნდს ვქმნით ჩვენ!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები