“სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი თოქ-შოუ “არჩევანში”

ოპოზიციური გაერთიანება “სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ “რუსთავი 2”-ის თოქ შოუ “არჩევანში” ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და ოპოზიციური ერთობის გეგმებზე:

“ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ ივანიშვილს, დავუპირისპიროთ ქართულ ოცნებას, ეს არის პოზიტიური კამპანია, ეს არის მართლაც საქართველოს მომავალზე ორიენტირებული კამპანია.

ყველას ვეკითხები, ნუთუ არ გგონიათ, რომ  ჩვენ მეტი შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ? არ გგონიათ, რომ საქართველოს მეტი პოტენციალი აქვს? არ გგონიათ, რომ მოვიდა დრო სიღარიბეც დავამარცხოთ და ახალი განვითარების ეტაპი დავიწყოთ, ახალი თაობის რეფორმები განვახორციელოთ?

საქართველოში არჩვევნები ერთ დღეს არის. ჩვენ პირველ ტურში უნდა მოვუგოთ ქართულ  ოცნებას.

ჩვენი ერთიანობა, რომელსაც ვაყალიბებთ და ის პოზიტიური განრიგი, რომელიც ჩვენ გვექნება ამ არჩევნებში შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დავანახოთ ხალხს რას ვკარგავთ იმის გამო, რომ ეს არაფორმალური რეჟიმი ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ქურდული სამყაროსავით იმართება უკვე ქვეყანა.

მივმართავ საზოგადოებას, გავერთიანდეთ და დავიწყოთ საზოგადოებაში ახალი განვითარების ეტპი. დავივიწყოთ ეს წყენები, ბოღმები. ყველასთვის არის ამ ქვეყანაში ღირსეული ადგილი”

საქართველოში არჩევნები ერთ დღეს არის. ჩვენ პირველ ტურში უნდა მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“!

სწორედ ამ გუნდს ვქმნით ჩვენ!

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *