ხრუშოვკების ჩანაცვლების კომპლექსური პროექტი გაცნობა

 დღეს, გიორგი ხაბურზანია, „ხრუშოვკებზე“ მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, მესამე მასივში იმოფებოდა და სამუშაო ჯგუფთან ერთად ხრუშოვკების ჩანაცვლების კომპლექსური პროექტი გააცნო მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ #ახალისაქართველოს „ახალი თბილისის“ პროექტის ფარგლებში ჩვენი ინიციატივაა რომ ე.წ „ხრუშოვკები”, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული და მათი უმრავლესობა მწვავედ ავარიულია, ჩანაცვლდეს სრულიად ახალი ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი კომპლექსებით!
#ახალივარკეთილისმასივი
#ახალივაჟასკვარტლები
#ახალიდიღმისმასივი

პროექტის ფარგლებში:

 ტერიტორიები გამოთავისუფლდება უსახური ავტოფარეხებისგან
 გამოიცვლება კომუნიკაციები
 20-დან 45%-მდე გაიზრდება გამწვანება
კვარტლები დაიყოფა საინვესტიციო პაკეტებად, რაც მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ სრულიად ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია და ე.წ. „ხრუშოვკებში“ მცხოვრებლების ჩართულობით გაკეთდება შეთავაზებები ინვესტორებისთვის!

ინვესტორების დაინტერესებისათვის:

მოხდება ნებართვის გაცემის გამარტივება
კოეფიციენტებზე მოსაკრებლისგან გათავისუფლება
 მცხოვრებლებისთვის ბინის ჩაბარების შემდეგ, ინვესტორს უკან დაუბრუნდება დანახარჯის 10 %
კომუნიკაციების გამოცვლას დააფინანსებს მერია
#ახალისაქართველო #ახალითბილისი

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *