პოლიტიკური ტურნე ევროპის ქალაქებში

153

პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში, პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაკიძე შეხვდა რამდენიმე ქალაქის მერს, ვიცე-მერს, გუბერნატორს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. შეხვედრისას, საუბარი ქალაქებისა და ტურიზმის განვითარების, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ მიმდინარეობდა. განხილული იქნა მოქალაქეთა ჩართულობა თითოეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სექტემბრის ბოლომდე დაგეგმილია შეხვედრები ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქალაქების მერებთან.

კომენტარები