შემოწმების აქტებიც ისევე ფაცი-ფუცითაა შევსებული, როგორც ეს დავით ნარმანიას უყვარს – ვაშაძე

„პოლიტიკური პალტფორმა- ახალი საქართველოს“ წევრებმა, დღეს პროკურატურაში 1 400 გვერდიანი დოკუმენტი შეიტანეს. დოკუმენტში საუბარია უფასო სასადილოების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით არსებულ ახალ მტკიცებულებებზე. „ ჩვენ დღეს პროკურატურაში წარვადგინეთ 1 400 გვერდიანი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ აყალბებენ მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები, უფასო სასადილოების შემოწმების აქტებს. ცოტა ხნის წინ, შევამოწმეთ 20-ზე მეტი სასადილო და ეს გადაიცემოდა ლაივ რეჟიმში. მთელი საქართველო ადევნებდა ამას თვალს. დოკუმენტში, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ აყალბებს ამ ხელმოწერებს და ვინ აწერს დოკუმენტს ხელს. როგორც სჩანს, ეს აქტები ისევე ფაცი-ფუცით გააკეთეს, ისე, როგორც ეს ბატონ დავით ნარმანიას უყვარს. ხშირ შემთხვევაში აქტები დაკოპირებულია ერთმანეთისგან.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ახალი საქართველოს“ლიდერი მიმართავს პროკურატურას და მოითხოვს, დაიკითხოს ყველას ის ადამიანი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს და საქმე აღიძრას თანამდებობრივი უფლებასმოსილების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვა/მითვისებისთვის მუხლით.

წყარო: pirveliradio.ge

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *