პრეზიდენტი: თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების თარიღი გამოაცხადა. მისი განცხადებით, არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

“ამის თაობაზე ჩვენ ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან. თუმცა, აქტი, ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე, 60 დღით ადრე გამოიცემა, ანუ აგვისტოს ბოლოს. გადაწყვეტილება განპირობებულია, თუნდაც, შარშანდელი წლის გარკვეული გაუგებრობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ არის გარკვეული საკანონმდებლო, საბიუჯეტო დეტალები, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან, მაგრამ არის მთავარი, ეს არის პარტიებისთვის განჭვრეტადობა საარჩევნო გარემოს და დღეს, მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ მათ ვაძლევთ შემდეგ ინფორმაციას, 4 თვით ადრე მათ იციან მომავალი საარჩევნო კალენდარი, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნები დაინიშნება ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს, მაგრამ აქტი, რომლის მიხედვითაც, ეს პროცესი იურიდიულად შევა ძალაში, აგვისტოს ბოლოს გამოიცემა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

წყარო: http://www.ipress.ge/new/76773-prezidenti-tvitmmartvelobis-archevnebi-oqtombris-mesame-kviris-bolos-chatardeba

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *