“ერთობა ახალი საქართველოს” შეხვედრა მხარდამჭერებთან

საარჩევნო ბლოკ “გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო”-ს ინიციატივით, ა.წ. 5 ნოემბერს, შედგა ძალიან საინტერესო და საქმიანი შეხვედრა მოსახლეობასთან, მერობის კანდიდატისა და საარჩევნო ბლოკის მხარდამჭერებთან. შეხვედრაზე განხილული იყო გასული არჩევნების შედეგები, მისი მსვლელობისას გამოვლენილი ხარვეზები თუ დარღვევები, ასევე იყო მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე. დისკუსიისას არაერთხელ გამოითქვა სურვილი პარტიის ცალკეულ პროექტებში მოსახლეობის აქტიურ ჩართვასთან დაკავშირებით, შესაბამისად პარტიის ხელმძღვანელობა თანამშრომლობას სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ამა თუ იმ პროექტის შექმნა-განხორციელაბაში.

მადლობა ყველას!
ჩვენ ერთად შევქმნით წარმატების ქართულ მოდელს!

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *