გიორგი ვაშაძე: “კონკრეტული ცვლილებები გვაქვს, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს უზრუნველყოფს”

“პოლიტიკურმა პლატფორმა – ახალმა საქართველომ“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების კვლევის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო თბილისის შედეგები, რომელიც არჩევნების დღეს უბანზე ხმის მიცემისა და ხმების დათვლისას გამოვლენილ სხვადასხვა დარღვევებს ასახავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველო ავცელებს“.

პოლიტიკური პლატფორმის წევრებმა პრეზენტაციაზე, საკუთარი ინიციატის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას ეხება.

ცვლილება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა : პარტიების ფინანსების გამჭირვალობა, კომისიების დაკომპლექტების წესი, ასევე ხმების დათვლის ელექტრონული მექანიზმის შემოტანა და სხვა ისეთი პროცედურული საკითხები, რომელიც მინიმუმანდე დაიყვანს საარჩევნო მანიპულაციების რისკებს.

როგორც გამართულ ღონისძიებაზე, პარტიის წევრებმა განაცხადეს, დედაქალაქში არსებულ 10 საარჩევნო ოლქს შორის დარღვევების როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლით გამორჩეულია: ვაკე, საბურთალო, ისანი, სამგორი და გლდანის საარჩევნო ოლქები.
“თვითმმართველობის არჩევნების დეტალური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საშუალოდ 6-7% არის არჩევნების გაყალბების მაჩვენებელი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული, სისტემური ცვლილებების შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა ხდებოდეს ხმის დათვალა, რათა თავიდან ავიცილოთ მანიპულაციის შესაძლებლობა. ასევე, აუცილებელია კომისიების ფორმირება – ცენტრალური საარჩევნო კომისია გაყალბების მთავარ მექნიზმად იქცა. ეს უნდა შეიცვალოს! უნდა შეიცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზეც. უნდა იყოს უფრო დემოკრატიული დაკომპლექტების წესი, რათა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს პროცესში ჩართვა. ასევე, მესამე საკითხი ეს არის ე.წ. “შავი ფული” რომელიც ტრიალებს არჩევნებზე.

ამ საკითხების გადასაწყვეტად გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც დღეს განვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შევთავაზებთ პოლიტიკურ პარტიებსაც. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეიქმნას ფორმატი, სადაც გვექნება შესაძლებლობა ვაწარმოოთ დიალოგი და დავიწყოთ ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. დღევანდელი საარჩევნო კოდექსი არის გაყალბების მთავარი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების გამარჯვებას ყველა არჩევნებზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ წევრების განმარტებით, ცვლილებების ეს პაკეტი გამორჩეულია იმით , რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს აყენებს თანაბარ მდგომარეობაში და უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების სამართლიან და პროპორციულ ასახვას.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/465653-giorgi-vashadze-konkretuli-cvlilebebi-gvaqvs-romelic-demokratiul-archevnebs-uzrunvelyofs.html?ar=A

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *