“ახალი საქართველოს” განცხადება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით

 ის, რაც გუშინ ღამის კლუბ „ბასიანთან” და „გალერისთან” მოხდა, არის ხელისფლების თავზეხელაღებულობის კიდევ ერთი უპრეცენდენტო მაგალითი.

 გუშინდელი ე.წ. სპეცოპერაციის შედეგად 60-მდე პირი დააკავეს. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ახალგაზრდები და კლუბში მყოფი ტურისტები. ეს არის სამარცხვინო ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, გადადგმული, სამარცხვინო ყრილობის გადასაფარად.

 ამ საქციელს არაფერი აქვს საერთო ნარკოდანაშაულთან ბრძოლასთან! ხელისუფლება მფარველობს მსხვილ ნარკომოვაჭრეებს, ამავდროულად დასდევს წვრილფეხობას! კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ თითოეულ მაღალჩინოსანს, თუ ამ ამბების შემდეგ, ხვალინდელილი დღიდან ნარკოტიკული საშუალებები კიდევ გაიყიდება!

 პოლიტიკაში „დაბრუნებულმა” ბიძინა ინავიშვილმა, გუშინდელ ყრილობაზე განაცხადა, – „სტუმარმასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება, განვითარების და კეთილდღეობის წყაროდ უნდა გადაიქცეს, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე ათასობით ქართული ოჯახისთვის“ – ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, ხელისუფებამ დაგვანახა რა ლამაზად და კოხტად შეუძლია გაუმასპინძლდეს ტურისტებს, დაგვანახა საკუთარი სტუმართმოყვარეობა. დაგვანახა, რამდენად დემოკრატულია.

 ამ ძალისმიერი ქმედებით, ხელისუფლებამ ერთგვარად გამოსცადა და შეამოწმა საზოგადოების რეაქცია, შემდგომში, მის მიერ დაგეგმილი ასევე ძალისმიერი აქტების მიმართ, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც მედიის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მისამართით.

 ამ ქმედებებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი რეალური სახე. ხელისუფლება ახლა იმყოფება ჩიხში და ერთადერთი გზა დარჩენია, მოახდინოს ძალის დემონსტრირება. გუშინდელი ყრილობის შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთხელ გაუბედურებულ სახეს გამოსწორება სჭირდება და გადავიდნენ ძალის დემონსტრირებაზე.

Comments

comments

You May Also Like

One thought on ““ახალი საქართველოს” განცხადება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *