ანა კობახიძე: “სახელისუფლებო პარტიის მიერ სრულად კონტროლირებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება გამჭირვალე”

პოლიტიკური პლატფორმა – „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ანა კობახიძე, განცხადებას ავრცელებს და მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

“ახალი საქართველოს” წარმომადგენელი არასამართლიანს უწოდებს 2017 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და მოახლოებული არჩევნებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პარტიასა და ორგანიზაციას.

ანა კობახიძის განცხადებით, ე.წ. ნეიტრალური წევრების გარდა ,,ქართული ოცნება“ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 3 წევრით არის წარმოდგენილი, იმ დროს, როცა სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები თითო-თითო წევრით, რაც „ახალი საქართველოს“ წევრის თქმით, დაუშვებელია.

“უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო  და  ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები, ოპოზიციას  უტოვებს განცდას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება მიკერძოებლად და არასამართლიანად.

ჩვენ მივმართავთ და მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს, შედგეს სამუშაო ჯგუფი და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს  საარჩევნო კოდექში შესატანი ცვლილებების ინიცირება. სახელისუფლებო პარტიის მიერ, სრულად კონტროლირებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება გამჭირვალე” – განაცხადა ანა კობახიძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *