გიორგი ხაბურზანია: “აუქციონზე გამოტანილ 16 ჰექტარზე, RMG GOLD შეჭრილია დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრით”

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს. როგორც გიორგი ხაბურზანია განმარტავს, კომპანია RMG GOLD დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრით არის შეჭრილი, “დმანისის გადარჩენის ფონდის“ მიერ, ინტერნეტაუქციონზე შეძენილ  16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

“ჩვენი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰექტარზე, RMG GOLD შემოჭრილია დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრით, რაც დაადასტურეს კიდევაც პირად საუბრებში ადგილზე მყოფმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა. მეტიც, უწყებისთვის ცნობილი იყო, რომ წლების განმავლობაში RMG GOLD ამ ტერიტორიას უკანონო იყენებდა, თუმცა სამინისტრს მხრიდან, ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. რელურად, RMG GOLD დღეს, 23 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს უნებართვოდ იყენებს!

ქუმსიშვილის უწყება უბრალოდ ცრუპენტელობს, როდესაც ამბობს, რომ აუქციონის პირობებში ეწერა იმ შენობა ნაგებობის შესახებ, რაც შეჭრილია აუქციონზე გამოტანილ მიწაზე! ეს მათივე გამოგზავნილი წერილებით დასტურდება.

დიმიტრი ქუმსიშვილი ემალება გიორგი ვაშაძეს და გაურბის მასთან შეხვედრას. სასაცილოა მისი ეს საქციელი. ჩვენ არაერთხელ მივმართ მას შეხვედრის თაობაზე, თუმცა ქუმსისვილს არ აქვს პასუხები ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე და ისღა დარჩენია, დაგვემალოს.

პროკურატურასაც მივმართეთ განცხადებით. ვითხოვთ საქმის აღძვრას. თუმცა, ამ დრომდე მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა”, –  განაცხადა გიორგი ხაბურზანიამ.

“ახალი საქართველოს“ დამფუძნებლის განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვლი პირადად მფარველობს და კორუფციულ გარიგებაშია არემჯი გოლდთან. მისივე თქმით, ამ კორუფცულ გარიგებაში ფიგურირებენ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ასევე პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი. „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი ლარით იზარალა.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *