უკრაინის რადამ გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დაამტკიცა

კიევში, “ინოვაცოებისა და განვითარების ფონდის” მიერ შემუშავებული კანონპროექტი დაამტკიცეს. გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებულ პროექტს, რადას დეპუტატების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.

“პირველ რიგში ვულოცავ ყველას, იმიტომ რომ ეს რეალური გამარჯვებაა, ამით სრულდება ანტიკორუფციული ინსტიტუციების შექმნა. კონსტიტუციურმა უმრავლესობამ მიიღო ეს კანონი. პრეზიდენტი პოროშენკო პირადად მივიდა პარლამენტში, იმისთვის რომ ყოფილიყო გარანტირებული მხარდაჭერა კანონპროექტის მიმართ.

ყველამ მხარი დაუჭირა, როგორც უმრავლესობამ ისე უმცირესობამ. წინააღმდეგ წასვლა ვერავინ შეძლო, იმიტომ რომ ეს არის უპრეცედენტო პროექტი მსოფლიოში, მას არსად ჰყავს ანალოგი. საერთაშორისო ექსპერტებს, არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ მსგავსი როლი, როგორც აქ. ეს არის კარგი მაგალითი საქარველოსთვის, თუ როგორი უნდა იყოს რეფორმები სასამართლოში.

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” გუნდმა, შევქმენით მექნიზმი, სადაც პოლიტიკა შეუძლებელია. შეუძლებელია ის, რომ პოლიტიკა იყოს ჩართული სასამართლო სისტემის შექმნაში. ეს სწორია, იმიტომ რომ სასამართლო სისტემა, რომელიც იქმნება პოლიტიკური მონაწილეობით, არასდროს იქნება დამოუკიდებელი. კანონპროექტზე მუშაობისას, გათვალისწინებული იყო საერთაშორი პრაქტიკა და გამოცდილება, ასევე ვენეციის კომისიის სტანდარტები, მოთხოვნები და რეკომენდაციები” -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტზე, “ინოვაცოებისა და განვითარების” გუნდის წევრები, მუშაობდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში.

Comments

comments

You May Also Like

2 thoughts on “უკრაინის რადამ გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დაამტკიცა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *