გიორგი ვაშაძე: “ეს რეალური გამარჯვებაა, ამით სრულდება ანტიკორუფციული ინსტიტუციების შექმნა”

2018 წლის 7 ივნისს, უკრაინის რადამ, გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტი დაამტკიცა.

“პირველ რიგში, ვულოცავ ყველას, იმიტომ რომ ეს რეალური გამარჯვებაა, ამით სრულდება ანტიკორუფციული ინსტიტუციების შექმნა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონსტიტუციურმა უმრავლესობამ მიიღო ეს კანონი.

რატომ უზრუნველყოფს ეს სასამართლო რეალურ დამოუკიდებლობას? ეს არის უპრეცედენტო მსოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ასეთი როლი საერთაშორისო ექსპერტებს. კომიტეტზე დეპუტატები ეძებდნენ, რომ რამე არასწორი ყოფილიყო ამ კანონში, წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რომ ყველაფერი ასეთი სწორია, არ არსებობს, რომ ამხელა როლს ვაძლევთ საერთაშორისო ექსპერტებს, მაგრამ ეს არის გადაწყვეტა და ამას აკეთებს უკრაინა, ანიჭებს ძალიან დიდ როლს საერთაშორისო ექსპერტებს.

მაგალითად, თუ სამი ადამიანი ინიცირებას ახდენს, რომ საბჭოზე წარმოდგენილი კონკრეტული კანდიდატი არ შეესაბამება ანტიკორუფციული სასამართლოს კანდიდატურას, ამ შემთხვევაში, მინიმუმ სამმა საერთაშორისო ექსპერტმა უნდა თქვას, რომ კი, შეესაბამება და გააგრძელოს კონკურსი. თუ არ არის სამი ხმა, მაშინ ეს კანდიდატი ვერ გადადის. – ეს არის გადაწყვეტილების მიღების უფლება.

ჩემი პირადი პოზიცია და პრეზიდენტის პოზიციაც იყო, რომ არ შეგვექმნა ორი საპირისპირო ორგანო, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ ვქმნით მექანიზმს, სადაც ისინი თანამშრომლობენ.

ჩვენ შევქმენით რეალური მექნიზმი, სადაც პოლიტიკა შეუძლებელია. შეუძლებელია ის, რომ პოლიტიკა იყოს ჩართული სასამართლო სისტემის შექმნაში. რატომ არის ეს სწორი? იმიტომ, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც იქმნება პოლიტიკური მონაწილეობით, არასდროს არ იქნება დამოუკიდებელი” – აღნიშნა ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტის ავტორმა, ინოვაციებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელმა, გიოორგი ვაშაძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *