გიორგი ვაშაძის საგანგებო განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

“სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო სისტემა უნდა იცავდეს საზოგადოების, მოქალაქეთა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ინტერესებს და არა მმართველი პოლიტიკური კლასის ვიწრო პარტიულ ინტერსებს.”
პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მწვავე პროცესებს და ავრცელებს საგანგებო განცხადებას:

“ბოლო დღეების მანძილზე, ჩვენ ვხედავთ “ქართულ ოცნებას”, რომელიც პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს ყველაფერი დაიწყო რუსთაველზე აქციებზე აბსოლიტურად უკანონო დაკავებებით, გაგრძელდა მარნეულში წარმოუდგენელი ძალადობით, მათი ადგილობრივი ლიდერების მხრიდან და გუშინ, ოზურგეთში, გაუგონარი ფიზიკური ანგარიშსწორებით, ოპოციზიური პარტიის დეპუტატის მიმართ. ამის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” ლიდერები, ავრცელებენ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს. ქალბატონმა ჩუგოშვილმა, რომელიც წარსულში უფლებადაცვითი საქმიანობით იყო დაკავებული, საკუთარ განცხადებაში, მომხდარი ისე წარმოაჩინა, თითქოს ოპოციზიური დეპუტატი, ბესო ქათამაძე, მივიდა “ქართული ოცნების” ფრაქციის წარმომადგენლებთან, მიიტანა გარკვეული ბლაგვი საგანი და მისცა ხელში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს. ფაქტიურად ჩუგოშვილის განცხადებიდან სჩანს, თითქოს ბესო ქათამაძემ, მისთვის ძალით ჩააარტყმევინა და გაატეხინა თავი “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატებს. ქვეყანაში შექმნილია საგანგაშო სიტუაცია ძალადობის კუთხით. ჩვენ, “ახალი საქართველო”, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური ძალა, მოვითხოვთ:

1. დაუყოვნებლივ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აღნიშნულ ძალადობასთან დაკავშირებით;

2. მივმართავთ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მკაცრი რეგირება აღნიშნულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, გამოყენებულ იქნეს ქვეყნის შიგნით თუ საგარეო კუთხით არსებული ყველა მექანიზმი, რათა შეჩერდეს ეს ძალადობა;

3. მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას – ჩვენი ერთიანი პოზიცია ამ ძალადობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, თითოეულმა ოპოზიციურმა ძალამ დაფიქსირეთ საკუთრი მკვეთრი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;

4. მივმართავთ სამოქალაქო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს – აქტიურად ჩაერთნონ ძალადობის აღკვეთის პროცესში. მოდით ერთობლივად დავიწყოთ კომუნიკაცია საერთაშორიო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს სჭირდება ფუნდამენტურად ახალი თაობის რეფორმები. სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო სისტემა უნდა იცავდეს საზოგადოების, მოქალაქეთა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ინტერესებს და არა მმართველი პოლიტიკური კლასის ვიწრო პარტიულ ინტერსებს.”

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *