“სოლიდარობის აქციის” დროს დაკავებულების პროტესტი მთავარ პროკურატურასთან

რუსთაველზე, “სოლიდარობის აქციის” დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ. 11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

“მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ ორგანოს, ვისაც ევალება აღნიშნული საკითხის განხილვა, დროულად დაიწყონ მოკვლევა შსს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, რომელიც 11 ივნისს პოლიტიკოსების და აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებებით დასრულდა.

აღვნიშნავთ, რომ სასამართლო პროცესზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ვერცერთმა წარმომადგენელმა, ვერ წარმოადგინა მტკიცებულება ჩვენი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რაც პროცესზეც აღნიშნეს პოლიციის თანამშრმლებმა, რომ მათ არ დაუნახავთ ჩვენს მიერ ჩადენილი რაიმე დანაშაული.

ეს დაკავებები იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს! დაეშალათ და დაესაჯათ ყველა იქ მყოფი. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე და ქალბატონებზე!

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ მაღალჩინოსნების თანამშრომლების გამოვლენა და უმკაცრესად დასჯა, რომლებმაც უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება აქციის მონაწილეებს და იძალადეს მოქალაქეებზე!”

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” უერთდება “სოლიდარობის აქციის” დროს დაკავებულების პროტესტს და მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონისა და სამართლის მოთხოვნების შესაბამისად.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *