გიორგი ვაშაძე: “დღეს რომ წულუკიანი “ქართულ ოცნებას” აშანტაჟებს, ესეც ბიძინა ივანიშვილის მოგონილია!”

“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ უსახური “ქართული ოცნება”, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე გადაარჩინონ წულუკიანი და გახარია”. პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე ეხმიანება სამთავრობო ცვლილებების თემას და აკეთებს შემდეგ განცხადებას:

“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ უსახური “ქართული ოცნება”, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე გადაარჩინონ წულუკიანი და გახარია. შესაბამისად ამ პროცესის გაწელვით ფიქრობენ, რომ საზოგადოების მღელვარებას ჩააქრობენ და ამ ადამიანებს გადაარჩენენ, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი “ლუბიმჩიკები”. ფაქტია, რომ უნდათ მათი შენარჩუნება მთავრობაში.

დღეს რომ წულუკიანი “ქართულ ოცნებას” აშანტაჟებს, ესეც ბიძინა ივანიშვილის მოგონილია! “ქართული ოცნების” გუნდში რეალურად არსებობს აზრთასხვადასხვაობა წულუკიანის კანდიდატურის მიმართ. სწორედ იმისთვის, რომ გაანეიტრალოს სიტუაცია და რამენაირად შეინარჩუნოს მისი კანდიდატურა, ბიძინა ივანიშვილი იგონებს, თითქოსდა წულუკიანი მას აშანტაჟებს და პოსტის შენარჩუნებას სთხოვს.

დღეს ვნახეთ პრემიერ-მინისტოროის კანდიდატი, რომელიც გამოვიდა და რაზე ილაპრაკა, ვერვინ გაიგო. რა უნდა, რა შემოთავაზება აქვს, როგორ ხედავს ქვეყნის განვითარებას. ეს კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენებს რომ “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა საკუთარი თავი ხელისუფლებაში და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავუშვათ ისინი. ასეთ კატასტფორულ მართვის პირობებში მყოფი სახელმწიფო ვერასდროს გავა შედეგზე და ვერასდროს ვერ გადაჭრის კონკრეტულ პრობლემებს.” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *