პაატა მანჯგალაძე: “სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს”

“განტევების ვაცის არსებობას ფსიქოლოგიური თვითდამკვიდრების ფუნქციაც აქვს, რადგან ბადებს საკუთარი უპირატესობის შეგრძნებას და განუსაზღვრელ თვითკმაყოფილებას”.
“ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს:

“ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს, იმ შემთხვებისთვის, როდესაც საჭიროება დგება მის მიერ შექმნილი პრობლემების, სხვა, რომელიმე ისეთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფისთვის გადაბრალება, რომელთაც არ შეუძლიათ მისთვის შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა. განტევების ვაცის შეწირვის საჭიროება მაშინ ჩნდება, როცა ის რეალურ ხიფათს გრძნობს, მაგრამ არ შეუძლია მუქარის წყაროზე – ხალხზე ძალისმიერი რეაგირება. ამიტომ ის სხვა, სუსტ ან საზოგადოების მიერ ათვალისწინებულ, არაპოპულარულ, წინასწარ შერჩეულ ადამიანებს იღებს სამიზნედ.

განტევების ვაცის არსებობას ფსიქოლოგიური თვითდამკვიდრების ფუნქციაც აქვს, რადგან ბადებს საკუთარი უპირატესობის შეგრძნებას და განუსაზღვრელ თვითკმაყოფილებას.

სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა, ამ ფორმით მართავდეს” – აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

Comments

comments

You May Also Like

One thought on “პაატა მანჯგალაძე: “სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს”

  1. პაატა და გიორგი დღესდღეისობით ყველაზე საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები არიან. ივანიშვილი ნამდვილად იყენებს ამ საცოდავ მინისტრებს განტევების ვაცებად. თავი რომ დაიძვრინოს უცებ დაუხვედრებს წინ, და ვითომ აკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს ამით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *