გიორგი ხაბურზანია: “როდემდე უნდა იყოს თბილისი ექპერიმენტების ქალაქი?!”

ავტობუსების შესყიდვისთვის ჩავარდნილ ტენდერს ეხმაურება „ახალი საქართველოს“ სათათბიროს წევრი, გიორგი ხაბურზანია  და განცხადებას ავრცელებს:

„ჩვენ დავინახეთ, მორიგი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება თბილისის მერიის მხრიდან. ყოველთვის დაუფიქრებელ და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. როდემდე უნდა იყოს თბილისი ექპერიმენტების დედაქალაქი?! ტენდერის ჩავარდნის მიზეზად კომპანიის გამოუცდელობა დასახელდა.

კარგია, რომ ეს ტენდერი ჩავარდა, რადგან დედაქალაქის მთავრობის მხრიდან დიზელის ძრავიანი ავტობუსების შეძენა საერთოდ არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. იმედია, შემდეგი ტენდერი უპასუხებს თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნებს და ელექტროავტობუსების შეძენაზე იქნება გამოცხადებული, რაც დედაქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს მავნე გამონაბოლქვის ზემოქმედებისგან, ასევე, იქნება ბევრად ეკონომიური დედაქალაქის ბიუჯეტისთვის შესანახად!

დედაქალაქის მთავრობამ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველყოს ქალაქის ელექტრო ტრანსპორტისთვის ადაპტირებული გარემო და უზუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს იქნება მომავალში ჩადებული ინვესტიცია, რაც აუცილებლად დადებითად დაუბრუნდება დედაქალაქს” – განაცხადა გიორგი ხაბურზანიამ.

 

აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები:

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *