გიორგი ვაშაძე: “ეკონომიკური მოდერნიზაციის დოკუმენტი, რომელიც შევიმუშვეთ, არის რევოლუციური გარღვევა უკრაინის ეკონომიკის განვითარებისთვის”

უკრაინაში ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დაამტკიცეს.

დოკუმენტი, რომელიც “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ექსპერტებმა შეიმუშავეს, 7 მთავარი ინიციატივისგან შედგება. ფონდის დამფუძნებელი და პროექტის ავტორი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ პრიორიტეტულ ინიციატივებზე მუშაობა 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება:

“ეკონომიკური მოდერნიზაციის დოკუმენტი, რომელიც შევიმუშვეთ, არის რევოლუციური გარღვევა უკრაინის ეკონომიკის განვითარებისთვის. განვითარების 7 ინიციატივა, რომელსაც მოდერნიზაციის აქტი მოიცავს, სრულიად გარდაქმნის და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას და უკრაინელ ხალხს. 25 წლის მანძილზე იქმნებოდა უკრაინაში, ეკონომიკური “საკონცენტრაციო ბანაკი”, ამან ჩამოაყალიბა ოლიგარქიული სისტემა, სადაც რეგულაციების გავლა მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ. ამ აქტით კი ჩვენ ვქმნით თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას ბიზნესისთვის და თვითრეალიზების შესაძლებლობას უკრაინელი ხალხისთვის.

ამ აქტით, უკრაინა სერიოზულად გააძლიერებს კორუფციასთან ბრძოლას“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“უკრაინის ეკონომიკური მოდერნიზაციის” აქტი დღეს დაამტკიცეს. ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უკრაინის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, უკრაინის რადამ დაამტკიცა კანონპროექტი “ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ”, რომელიც, ასევე, “ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა” შეიმუშვა.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *