გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებული 7 ინიციატივა უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის

4 ივნისს, კიევში, პრეზიდენტმა პოროშენკომ, უკრაინის ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დაამტკიცა. დოკუმენტი “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ექსპერტებმა შეიმუშვეს. ფონდის დამფუძნებელის, გიორგი ვაშაძის თქმით, უკრაინის “ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი – 2019”  გულისმობს 7 ძირითად ინიციატივას:

1. “ვალუტისა და სავალუტო ოპერაციების შესახებ” უკრაინის კანონის ფარგლებში მოხდება სავალუტო რეგულირების შემდგომი ლიბერალიზაცია;

2. სავალუტო ლიბერალიზაციის, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლიდან მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება ბიზნესიდან “გატანილ” კაპიტალზე გადასახადით. გადასახადებს დაექვემდებარება მხოლოდ ბიზნესიდან “გატანილი” აქტივები, ბიზნესში რეინვესტიებული ფინანსები არ დაიბეგრება. “გატანილ” კაპიტალზე საგადასახადო შემოსავლის შემოღების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება 2019 წლის დაბალანსებული ბიუჯეტით;

3. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს “კონცესიების შესახებ” უკრაინის კანონის მიღება, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას. კანონი გაამყარებს კონკურენტულ მიდგომას კერძო პარტნიორის შერჩევისას, დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობით მიმდინარე პროექტების სტაბილურობასა და განგრძობადობას;

4. “გაკოტრების შესახებ” უკრაინის ახალი კანონის მიღება, რომელიც საშუალებას იძლევა გაკოტრების პროცედურა განხორციელდეს ისე, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება კრედიტორების უფლებათა საიმედო დაცვა და მათი მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, მეორე მხრივ კი, მოვალეს მიეცემა საკუთარი ბიზნესის გადარჩენისა და დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა;

5. 2019 წლამდე, მომზადდება და მიღებული იქნება კანონპროექტი – “სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირების ადმინისტრაციული და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ”, შემოწმების უკანონო აქტების შედგენისთვის. მსგავსი პასუხისმგებლობა დადგება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სასამართლოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების ან ჯარიმების დაკისრების გაუქმებას;

6. საკანონმდებლო დონეზე ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნება, როგორც შუამავალი რგოლისა, რომელიც ეხმარება მეწარმეებს სამეწარმეო საქმიანობაში და იცავს მათ უფლებებს განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა;

7. ეკონომიკური დანაშაულებების გამოძიების მიზნით, ერთიანი ანალიტიკური ორგანოს ჩამოყალიბება, რომლის იურისდიქციაში მოექცევა ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებული ყველა საქმე. ამ სტრუქტურის საქმიანობის დაწყების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და სხვა ძალოვანი სტრუქტურები აღარ ჩაერევიან ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების პროცესში. სტრუქტურა ფუძნდება როგორც ანალიტიკური ორგანო და არ ექნება ძალისმიერი უფლებამოსილება.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *