გიორგი ვაშაძემ სიტყვით მიმართა კიოლნის უნივერსიტეტში გამართული ფორუმის მონაწილეებს

“ინოვაციებისა და გავითარების ფონდის“ დამფუძნებელი, კიოლნის უნივერსიტეტში გამართულ ანტიკორუფციულ ფორუმს დაესწრო. გიორგი ვაშაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა:

“ვისაუბრეთ ახალი თაობის მექანიზმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შორის ყურადღება გამახვილდა უკრაინულ გამოცდილებაზე, იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენი ფონდის ექსპერტებთან ერთად შევიმუშვეთ. ესენია ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციული სასამართლო. სიტყვით გამოსვლისას წარვადგინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. ვისაუბრეთ დამოუკიდებელი სამოქალაქო საგამოძიებო ინსტიტუციების შექმნის მექანიზმზე, რომელიც არის სრულიად ინოვაციური. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინაში გატარებულმა რეფორმებმა. ამაში კი დიდი წვლილი შეიტანა “IDF”-ის მიერ შემუშვებულმა კანონმა “ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ”. განსახილველ საკითხებს შორის იყო, ასევე, უკრაინის დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე წინგადადგმული ნაბიჯები, საბაზრო ეკონომიკა, საბანკო და ენერგო სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ლიბერალური მოდერნისტული ცენტრის, “Lew Kopelew Forum”-ისა და კიოლნის უნივერსიტეტის მიერ. მას ესწრებოდნენ სპიკერები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი – არტემ სინტიკი, გერმანიის ლიბერალური მოდერნისტული ცენტრის დამფუძნებელი – მარიელიუს ბექი, ევროპაში უკრაინის მზარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელი – კატია ლენზინგი და სხვები.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *