ანა კობახიძე: ფუნდამენტური რეფორმების გარეშე ქართული სასამართლოს სახედ ისევ მურუსიძე, ჩინჩალაძე და მეთოფიშვილი დარჩება

“ახალი საქართველოს” საარჩევნო საკითხების ხელმძღვანელი, ანა კობახიძე, საარჩევნო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი ქმით, აუცილებელია მოხდეს სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების მე-4 ტალღის რეფორმის პირობებში, სასამართლო სისტემაში არაფერი იცვლება, მეტიც, უარესდება და ახლა უკვე კორუფციის და კლანის გაძლიერებაზე საუბრობს ყველა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მიმაჩნია, რომ ფუნდამენტური რეფორმის გარეშე არაფერი შეიცვლება სისტემაში. მხოლოდ კოსმეტიკური რეფორმები კი კვლავ დატოვებს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და მეთოფიშვილს ქართული სასამართლოს სახედ. ჩვენ შევიმუშავეთ რეფორმათა პაკეტი, რომელიც მიგვაჩნია რომ აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

ჯერძოდ, “ახალი საქართველოს” მიერ შემუშავებული რეფორმა,  5 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

1. იუსტიციის საბჭოსთან უცხოელი ექსპერტების შემოყვანა ვეტოს უფლებით;

2.  სააპელაციო სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა;

3. იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა;

4. მინი-სტრასბურგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან;

5. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს  ჩართვა სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის დავის შემთხვევაში.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *