გიორგი ვაშაძე: ივანიშვილს არ უყვარს ეს ქვეყანა, მას სამშობლო არ უყვარს

ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება “სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია”- ს საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი. გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან დასახელებული ნებისმიერი კანდიდატი, იქნება მარიონეტული ფიგურა და მას არ ექნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება:

“ვნახეთ ივანიშვილის გზავნილები. თურმე კვირიკაშვილი ბრალი ყოფილა ქვეყანაში ყველაფერი. ბოდიში, მაგრამ მე მოვიყვანე კვირიკაშვილი?! თურმე ფულს იპარავდნენ და ქრთამის აღებაზე გამოძიება დაიწყო. ეხლა გაიგო სუსმა და პროკურატურამ, რომ ფულს აკეთებდა ქუმსიშვილი, კვირიკაშვილი და მეგობარნი მისნი? როგორც კი ვინმეს შეუძლია გახდეს დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, პირველი, რასაც აკეთებს ივანიშვილი, მას ავტომატურად, სხვადასხვა კომპრომატებისა და სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით აგდებს გუნდიდან და იცილებს. კვირიკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ კორუფციულ გამოძიებაზე რომ ვლაპარაკობთ, ან ხალხის გაჭირვება კვირიკაშვილის ბრალიაო, იმიტომ კი არ საუბრობს ამაზე, რომ მართლა ხალხის გაჭირვება აწუხებს, არამედ იმიტომ, რომ მის ინტერესებში აღარ შედიოდა, როგორც ჩანს, ეს ადამიანები.

რაც შეეხება არჩევნებს, ივანიშვილის გარდა სხვა კანდიდატები ვინც დასახელდებიან, ამას რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მარიონეტული კანდიდატები არიან, ყველა ხვდება. განსხვავება არის – ვის მიმართ უფრო აგრესიულია და ნეგატიურად არის მოსახლეობა განწყობილი. თეა წულუკინითან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოება და ზოგადად ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ადამიანი არის სრული კატასტროფა ამ ქვეყნისთვის. არც ერთი მათგანი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის. რაც შეეხება ივანიშვილს, მე როგორც საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, ჩვენი გუნდისთვის ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვაჩვენოთ ამ ადამიანის რეალური სახე. საარჩევნო კამპანიის პირობებში, მას მოუწევს ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხების გაცემა, მას მოუწევს უშუალოდ დისკუსიაში შესვლა, მას მოუწევს დებატებში მონაწილეობა. ეს იქნება ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ხალხი დაინახავს, ვისთან გვაქვს საქმე. რა დონის ქვეყნის წინააღმდეგ მოფიქრალ ადამიანთან გვაქვს საქმე. მთავარი ჩემთვის არის, რომ ჩვენ ფარდა უნდა ჩამოვხსნათ ამ ადამიანს. მას არ უყვარს ეს ქვეყანა, მას სამშობლო არ უყვარს! და ეს უნდა ვაჩვენოთ ყველას!

ჩვენ პირველ ტურში უნდა მოვუგოთ “ქართულ ოცნებას” და ეს დაპირისპირება იქნება რეალურად გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” კანდიდატს გრიგოლ ვაშაძესა და “ქართული ოცნების” კანდიდატს შორის” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *