გიორგი ვაშაძე: ერთადერთი, რაც ივანიშვილს შეგვიძლია დავუპირისპიროთ, არის საქართველოს მომავალზე ორიენტირებული კამპანია

“სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია”- ს საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის ეთერში, თოქ შოუ “არჩევანში”, საარჩვენო კამპანიის შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ოპოზიციას ივანიშვილის წინააღმდეგ შეუძლია გამოიყენოს, არის ერთობა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით დაუპრისპირდეს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატს:

“ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ ივანიშვილს, დავუპირისპიროთ “ქართულ ოცნებას”, ეს არის პოზიტიური კამპანია, ეს არის მართლაც საქართველოს მომავალზე ორიენტირებული კამპანია. საქართველოში არჩვევნები არის ერთ დღეს და ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ქვეყანა გადასარჩენია, რათა გამოვაცალოთ ამ ადამიანს ხელიდან. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ “ძალა ერთობაშია”, სამოქალაქო მოძრაობა. რატომ სამოქალაქო, იმიტომ რომ ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის ადგილია აქ – პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ვისაც უნდა თავისი წვლილი შეიტანოს.

გვყვებიან მეორე ტურთან დაკავშირებულ ზღაპრებს. ჩვენს გაერთიანებაში ყველამ უარი თქვა საკუთარ პერსონალურ ამბიციებზე. ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავდა და ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება მოსაზრებული ჰქონდა თავისი კანდიდატურის დაყენება, მაგრამ გავერთიანდით და ყველაზე ღირსეული და შესაფერისი კანდიდატი შევარჩიეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სტარტით, რომლითაც დავიწყეთ. ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება. ბევრი ახალგაზრდა, უფროსი თაობის ადამიანი გვიკავშირდება და ეს ძალიან კარგია. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ და ერთი რამ ვუთხრათ: არაფერი გასაყოფი არა გვაქვს – გვაიძულებენ რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ, გვაიძულებენ რომ ერთმანეთს ვეჩხუბოთ, გვაიძულებენ რომ ჩავიციკლოთ მეორეხარისხოვან საკითხებზე. ჩვენ, დღეს ქვეყნის მომავალზე, აღმშენებლობაზე და წარმატებაზე უნდა ვიფიქროთ. საქართველოს საოცარი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალს უნდა რეალიზება” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *