თეონა ჭალიძე: 18 თვიანმა შრომამ, შედეგი გამოიღო და საბოლოოდ, დავით სერგეენკო დაეთანხმა ჩვენს ინიციატივას

ჯანდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე  და განმარტავს რომ ოპოზიციური პარტიის სოციალური მიმართულება 18 თვის განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხზე, რომ იგი დადებითად გადაწყვეტილიყო. საქმე ეხება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებისათვის, შემწეობის შეჩერების საკითხს, რომელიც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ხდებოდა.

თეონა ჭალიძის თქმით ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, მათ არაერთი ღონისძიება განახორციელეს:

“ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის 18 თვიანმა შრომამ, შედეგი გამოიღო და საბოლოოდ, დავით სერგეენკომ მიიღო გადაწყვეტილება – სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო საარსებო შემწეობა აღარ შეუჩერდეთ.

“ახალი საქართველოს” სოციალურმა სამსახურმა, ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, ამ საკითხის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს. შევხვდით სამინისტროს წარმომადგენლებს. შევაგროვეთ ხელმოწერები პეტიციაზე, მივმართეთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, დავამუშავეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ წელიწადში ათი ათასზე მეტ ადამიანს უჩერდებოდა საარსებო შემწეობა ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. მედიის საშუალებითაც არაერთხელ მივმართეთ მინისტრს რეკომენდაციით, აღმოეფხვრათ აღნიშნული ხარვეზი და გადაეხედათ საარსებო შემწეობის შეჩერება/შეწყვეტის საფუძვლებისთვის, რადგან უსამართლოდ მიგვაჩნდა ისედაც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო სტრესის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა და სამი თვით უსახსროდ, საარსებო შემწეობის გარეშე დატოვება, ბიუროკრატიული პროცედურების გამო. კარგი იქნებოდა ამდენი დრო არ დაგვჭირვებოდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას – მოუსმინეთ ოპოზიციასაც, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, ჩვენ მტრები არ ვართ. – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *