გიორგი ვაშაძე: “დღეს, უკრაინა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”

“ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა პოსტი, სადაც განხილულია 10 წლის წინ, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის გათვალისწინებით, უკრაინის რადას მიერ დაფიქსირებული პოზიცია, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძე აკეთებს შემდეგ განცხადებას:

“რუსეთის აგრესიიდან, ერთი თვის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ სცადა რეზოლუციის მიღება, რომელიც დაგმობდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციას. სამხედრო კონფლიქტის შესახებ რეზოლუციის პროექტი, დარეგისტრირებული იყო რადაში, თუმცა, სამწუხაროდ მან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და შესაბამისად, უკრაინა არ დაუპირისპირდა რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების ნაწილი აღიარებდა კიდეც, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტს. მოგვიანებით, უკრაინამ მკვეთრად შეცვალა საკუთარი პოზიცია, დღეს ის გმობს რუსეთის მიერ 10 წლის წინ განხორციელებულ აგრესიას, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ის დეპუტატები, ვინც 10 წლის წინ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, დღეს აღარ არიან უკრაინის ხელისუფლებაში და ალბათ ვერც ვერასდროს იქნებიან” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *