გიორგი ვაშაძის შეფასებები “ქართული ოცნების” საარჩევნო სტრატეგიაზე

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი – გიორგი ვაშაძე აფიქსირებს კონკრეტულ მოსაზრებებს.

იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დააყენა პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი “ქართულმა ოცნებამ”, ამ არჩევნებზე, გიორგი ვაშაძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ქვეყანაში არსებული გაჭირვებისა და უამრავი პრობლემის ფონზე “მათ უბრალოდ თავი აარიდეს საპრეზიდენტო არჩევნებში პირდაპირ “ქართული ოცნების” კანდიდატის დარეგისტრირებას და ახლა უნდათ ერთი რამ გააკეთონ – მაქსიმალურად დაუკარგონ ინტერესი ამომრჩეველს, იმისთვის რომ მივიდეს ცოტა ხალხი და მათი ფულით, ადმინისტრაციული რესურსით და საარჩევნო გაყალბებების მექანიზმით რაღაცნაირად აჩუქონ გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს”.

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატთან მიმართებაში გიორგი ვაშაძე აღნიშნავს:

“არ შეიძლება, ქვეყანაში იყოს პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს და არ შეიძლება, ქვეყანაში იყოს პრეზიდენტი, რომელიც თავს ესხმის მედიასა და ჟურნალისტებს!”

გიორგი ვაშაძის ჩართვა „ლევან ჩხაიძის “დღის ამბებში”

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *