თეონა ჭალიძე: “სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გასაუბრების დროს ჩემ წინ მაგიდაზე იდო იარაღი”

27 სექტემბერს №40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჰასმიკ მარანგოზიანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაერთიანებული ოპოზიციის ,”ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლებს თეონა ჭალიძეს და არტურ მკოიანს.

“ჰასმიკ მარანგოზიანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და არტურ მკოიანს.  ძალისმიერი მეთოდით დამატოვებინა ოლქში სამუშაო სივრცე, რითაც შეზღუდა ჩემი, როგორც ოლქის კომისიის წევრის უფლებები. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მისმა ძალადობამ მიიღო სისტემატური ხასიათი. ადგილი ჰქონდა ცილისწამებასაც. ქართულ ენაზე ნათქვამს ყველა ჩემ შეკითხვას, თხოვნასა თუ მოსაზრებას უკეთებდა სრულ იგნორირებას და ჩემგან ითხოვდა მესაუბრა რუსულად ან სომხურად.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ 162 პრიმა მუხლით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში  პოლიციის განყოფილებაში გამესაუბრა სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გივი სიხარულიძე, სადაც გასაუბრების დროს ჩემს წინ მაგიდაზე იდო იარაღი, კერძოდ პისტოლეტი, ჩემგან მარჯვნივ კი ავტომატი და მჭიდები. აღნიშნულმა ფაქტმა ჩემზე იქონია ნეგატიური გავლენა და მაქვს ეჭვი რომ ეს გარემო შექმნილი იყო სპეციალურად ჩემზე ზეგავლენის მოხდენის და დაშინების მიზნით.

ამ ფაქტზე მოვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას გენერალური ინსპექციისგან.

ცენტრალური საარჩენო კომისიისგან კი ვითხოვთ გათავისუფლებულ იქნეს დაკავებული პოზიციიდან ჰასმიკ მარანგოზიანი.” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *