გიორგი ვაშაძის საგანგებო განცხადება ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს შტაბზე “ქართული ოცნების” აქტივისტების თავდასხმის შედეგად სასტიკად არიან ნაცემი ოპოზიციის წევრები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა. გიორგი ვაშაძემ დაგმო მომხდარი ფაქტი და ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავი ორგანოებისა და სამედიცინო პერსონალის უპასუხისმგებლო ქმედებებზე.

იმასთან დაკავ შირებით, რომ სამართალდამცავი სტრუქტირების წარმომადგენლები ჯეროვნად არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, აქედან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ მოვახდენით მობილიზება ექსპერტ-კრიმინალისტების, გამომძიებლების, იურისტების და ადვოკატების, რომ დაგვედგინა, თუ რა მოხდა ახალქალაქში და რასთან გვქონდა საქმე” -აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციაზე სასტიკ ანგარიშსწორებას, უხეშ ფიზიკურ ძალადობას, რომელიც დიდი ალბათობით მხარდაჭერილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის მხრიდან:

“ენზელ მკოიანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. პარლამენტში უნდა ჩამოყალიბდეს საგამოძიებო ჯგუფი, პროკურატურამ კი მის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. იკვეთება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფასმიკ მარაგოზიანის დანაშაულებრივი ქმედება და მივმართავთ ცესკოს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ეს ადამიანი თანამდებობიდან!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *