გიორგი ვაშაძე: “ერთი რამ უნდა ვთქვათ, ჩვენი ხმა არ იყიდება, საქართველო არ იყიდება”

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა და ისაუბრა “ქართული ოცნების” შეუსრულებელ დაპირებებზე:

 

“გუშინ „ქართული ოცნება“ გამოვიდა კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და ფიქრობენ, რომ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების ბედის შეცვლას.

მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვმართო და ვთქვა, ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამ უშველის, თქვენი ხმა და თქვენი ხმა არის ამომრჩევლის ბიულეტენი, რომლითაც არჩევნებზე მიდიხართ.
დარწმუნებული ვარ, რომ იმ სიცრუეზე, რომელიც მათ გუშინ განაცხადეს, არ წამოეგებით, რადგან მათ უკვე არაერთგზის სცადეს თქვენი მოტყუება.

ერთი რამ უნდა ვთქვათ, ჩვენი ხმა არ იყიდება, საქართველო არ იყიდება და აი ამ ტყუილით მოსყიდვის უზარმაზარ მცდელობას დავუპირისპირებთ ერთ რამეს, ამომრჩევლის ხმას, ქართველი ხალხის ხმას.

ყველანი 28 ნოემბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ეს მატყუარა ადამიანები უნდა გავუშვათ ხელისუფლებაში!”

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *