ნანა ტოხვაძე: “ოცნების მთავრობაში არ არსებობს  პოლიტიკური ნება, რომ მასწავლებლის შრომა ღირსეულად დაფასდეს”

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მართალია, წინა წლებთან შედარებით, განათლების დაფინანსება კიდევ გაიზარდა და ის 1 მილიარდ 508 მილიონს გადაჭარბებს, თუმცა მასწავლებლების ხელფასების ზრდა ბიუჯეტის პროექტში იმთავითვე არ იყო გათვალისწინებული.

უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო მასწავლებელთა მკვეთრ შემცირებას გეგმავს. თავის მხრივ, სამინისტრო ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ჩვენთვის უცნობია, რა ბედი ეწევათ  დღეს, საქართველოს სკოლებში დასაქმებულ 67.000-მდე მოქმედ მასწავლებელს. ასევე, ბუნდოვანია რა კრიტერიუმებით მოხდება პედაგოგთა საჯარო სკოლებიდან გაშვება?! მაშინ როცა, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია, სამინისტრო არა თუ მათ კვალიფიკაციაზე ზრუნავს ან განათლების ხარისხის გაზრდისთვის, მსჯელობის საგნად აქცევს მასწავლებლის შრომითი პირობების გაუმჯობესებას, არამედ პირდაპირ დამშვიდობებას უპირებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოცნების გუნდის მიერ დანიშნული მინისტრის, ბ-ნი მ. ბატიაშვილი 2019 წლისთვის დაანონსებულ განათლების რეფორმას მასწავლებელთა ანაზღაურების ეკონომიის ხარჯზე იწყებს! დღეს, საქართველოში,  40 ათასზე მეტ მასწავლებელ,  საბაზო ხელფასი მხოლოდ 405 ლარს შეადგენს. 

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *