გიორგი ვაშაძე უკრაინელ ხალხს შობას და ავტოკეფალიის აღდგენას ულოცავს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, უკრაინელ ხალხს ავტოკეფალიის მინიჭებას ულოცავს.

გიორგი ვაშაძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს არის ისტორიული და უდიდესი გეოპოლიტიკური მოვლენა სრულიად რეგიონში:

“ვულოცავ უკრაინელ ხალხს ავტოკეფალის მინიჭებას. ეს შობა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის.

ვულოცავ ყველა ჩემს მეგობარსა და თანამებრძოლს, რომლებიც უკრაინაში არიან. ეს არის მართლაც ისტორიული და უდიდესი გეოპოლიტიკური მოვლენა მთელს რეგიონში.

ვფიქრობ, რომ ამას, რაღა თქმა უნდა, ექნება დადებითი გავლენა როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს განვითარებაზე, რადგანაც უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ერთი საერთო პრობლემა – ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ჩვენი სახელმწიფოების სურვილია ევროატლანტიკურ სივრცეში მეტი ინტეგრაცია, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამას ექნება პოზიტიური გავლენა საქართველოს სამომავლო განვითარებაზე” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *