ვაშაძე: ჩემს Facebook-ზე მოქალაქეთა ჩართულობა 20%-ია,სხვა პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე-3%

ჩემი Facebook-გვერდის ჩართულობა დაახლოებით 20 %-ია, მაშინ როდესაც სხვა პოლიტიკოსებისა და თუ პარტიების ჩართულობა სულ რაღაც 3%-ია, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „აიპრესს“ განუცხადა.

კონკრეტულად, “აიპრესის” შეკითხვა ასეთი იყო: აქტიურად იყენებთ სოციალურ ქსელებს, ხშირად გაქვთ Facebook-live-ები. როგორ აჩვენა პრაქტიკამ რამდენად ინტერაქტიულია ეს? – რაზეც პოლიტიკოსი ასე პასუხობს:

“ჩვენი Facebook გვერდი ჩართულობით პირველ ადგილზეა საქართველოში. ჩემი Facebook გვერდის ჩართულობა დაახლოებით 20%-ია, მაშინ როდესაც სხვა პოლიტიკოსებისა და თუ პარტიების ჩართულობა სულ რაღაც 3%-ია. ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი მექანიზმი რომელსაც ვიყენებთ, შეგიძლიათ ნახოთ გუშინ დასმულ მხოლოდ ერთ შეკითხვაზე 800-მდე კომენტარია. ფაქტობრივად ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ მოქალაქეებთან და ასე ვაყალიბებთ ყველა პოზიციას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: http://www.ipress.ge/new/77735-vashadze-chems-Facebookgverdze-moqalaqeta-chartuloba-20ia-skhva-partiebisa-da-politikosebis-3

Comments

comments

You May Also Like

One thought on “ვაშაძე: ჩემს Facebook-ზე მოქალაქეთა ჩართულობა 20%-ია,სხვა პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე-3%

  1. მე მინდა ვიყო თქვენს გვერით. ყოველთვის ვიყავი ნაციონალური გუნდის ფანი რადგანაც მხოლოდ თქვენს ხელში მიდიოდა საქართველოს სრული აგმშენებლობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *