“ახალი საქართველოს” ლიდერის განცხადება

203

დღეს, ჩვენი ქვეყანა იქცა ერთ დიდ ჭაობად. სახელმწიფო სტრუქტურებში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი. ქვეყანა დარჩენილია უპატრონოდ. მაღალჩინოსნებს ნაცვლად ქვეყანაზე და ხალხის გასაჭირზე ზრუნვისა, აქვთ მხოლოდ ერთი საზრუნავი, მოასწრონ რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა და მოიწყონ პირადი კომფორტი სანამ არიან თანამდებობებზე.
„ ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას წაართვა ის უკანასკნელი, რასაც იმედი და მოლოდინი ჰქვია.  ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილი რუსული პროპაგანდა და ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან დაუფარავი აგრესია. ჰიბრიდული ომი, და სამწუხაროდ „ქართული ოცნებისგან“ წახალისებული ფსევდო- პატრიოტული ძალების არსებობა.
მიგვაჩნია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის, გამეფებული კორუფციის, ნეპოტიზმის და უმოქმედობის წინააღმდეგ გამოსავალი არის ერთიანი ძალებით ბიძინა ივანიშვილთან და მის მარიონეტულ მთვარობასთან დაპირისპირება. გაერთიანება ღირებულელების და იდეის გარშემო, და არა კონკრეტული პიროვნებების ირგვლივ.
“ქართული ოცნების“ საზრუნავი, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, ადვილად მიღწევადია, დახლეჩილი და დანაწევრებული პოლიტიკური პარტიების პირობებში. მმართველ გუნდს სურს, რომ ოპოზიციური პარტიები ვერასოდეს გაერთიანდნენ.
არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა. მეორე, მესამე და შემდგომი ადგილებისათვის ბრძოლა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ყოველგვარ აზრს მოკლებულია. სწორედ ამიტომ ვიწყებთ დიალოგს პოლიტიკურ ძალებთან რათა შევცვალოთ ხელისუფელბა, რომელი ეროვნული ინტერესებს უგულვებელყოფს.

მოვუწოდებ ყველას, პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიას გაერთიანებისკენ, რათა ერთად დავამარცხოთ არსებული ხელისუფლება. ჩვენ უნდა შევიმუუშვოთ ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგია, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისა და სწრაფი განვითარების სამოქედო გეგმა და საერთო ძალებით ამოვაშროთ ის ჭაობა, რომელში ჩალპობასაც გვიპირებს „ქართული ოცნება“.

გიორგის ვაშაძე, პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო”

კომენტარები