გაყალბებების პრევენცია: ბრიფინგი “ახალი საქართველოს” ოფისში

222

“ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამარტა ბრიფინგი, სადაც პასუხი გასცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომ არჩევნებამდე დარჩენილია მცირე დრო და პარტიის ინიციატივას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აფასებს. როგორც ცსკო განმარტავს, არ არსებობს არც საკანონმდებლო და არც ტექნიკური მზაობა ბიულეტენების ონლაინ რეჟიმში დასათვლელად. პოლიტიკური პლატფორმა მიიჩნევს, რომ დროც საკმარისია და ყველა საკითხის მოგვარებაც უპრობლემოდაა შესაძლებელი, შესაბამისად კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მოხდეს ბიულეტენების დასკანირება, რათა თავიდან იქნას აცილებული გაყალბების ალბათობა.
#ახალისაქართველო

კომენტარები