გიორგი ვაშაძის პროგრამული სიტყვიდან: გზა წარმატებისკენ

181

წარმატება და წარუმატებლობა ეს არის ორი გზა, რომელიც შეიძლება ქვეყნებს ჰქონდეს, შუალედური გზა არ არსებობს.
დღევანდელი ჩვენი მდგომარეობით, იმ გზით, რომლითაც მივდივართ წარმატებას ვერ მივაღწევთ. იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ უნდა გვქონდეს დიდი ამბიციები, უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს თავში, რომ უნდა ვიყოთ სტანდარტულად განვითარებული ქვეყანა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ვაკეთებთ დღეს.
მეორე მხრივ, შეიძლება გვქონდეს ალტერნატიული გზა, როცა ჩვენ ვერთიანდებით ჩვენი ზემიზნის გარშემო. ჩვენი ზემიზანი კი უნდა იყოს, მოხვდეს საქართველო გლობალურ ლიდერ სახელმწიფოთა, თბილისი კი – ლიდერ ქალაქთა შორის.

კომენტარები