გიორგი ვაშაძე “აქცენტებში”

205

საქართველო-გლობალურ ლიდერ სახელმწიფოთა შორის!
თბილისი-ლიდერ ქალაქებს შორის!
ჩვენი პროექტის, გეგმების და ზე-მიზნის შესახებ, ეკა კვესიტაძის გადაცემა “აქცენტებში”

? თბილისში აღარ იქნება გარეუბნები, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის ყველა უბანი იქნება თანაბრად განვითარებული, ყველა უბანს ექნება საკუთარი ფუნქცია, დატვირთვა და როლი.
? თითოეულ უბნისთვის ჩვენ მოფიქრებული გვაქვს განვითარების კონცეფცია.
? თბილისის ყველა უბანი გახდება თანაბრად მიმზიდველი, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის!
? მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობა მსგავს უბნებში, შექმნის დამატებით სამუშო ადგილებს, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.
დღეს, მოსახლეობის 70% ცხოვრობს იქ, სადაც არ არის სამუშაო ადგილები!

 
? ჩვენ ან ვართ მაჩანჩალები, ან წარმატებულები – შუალედი არ არსებობს!
მინდა ვიყოთ იქ, სადაც არიან წარმატებული ქალაქები!
? თბილისი უნდა იყოს პლატფორმა წარმატებისთვის!
დღეს, ეკონომიკა არის ჩაკეტილი. ჩვენ გზა უნდა მივცეთ ახალ შესაძლებლობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება

 
? მეორე ტურის არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ დავუჭერ ოპოზიციური ძალის სხვა კანდიდატს მხარს, თუ ის გაიზიარებს ჩვენს პროგრამას და აიღებს მისი შესრულების პასუხისმგებლობას.
? ჩემი თვითმიზანი არაა მერობა, ჩემი თვითმიზანია ეს პროგრამა, რომლითაც თბილისი ლიდერ ქალაქებს შორის მოექცევა.

? თბილისს სჭირდება კარგი მენეჯერი! რომელ კანდიდატს აქვს მენეჯმენტის საკმარისი გამოცდილება, რომ წარმატებულად მართოს ქალაქი?
ჩემი წარსულით, ვფიქრობ, კონკრეტული შედეგები მაქვს მოსახლეობისთვის ნაჩვენები.
? მე მჯერა, რომ თბილისის იქნება ლიდერ ქალქთა შორის და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ!

? ჩვენ გამოვედით გაერთიანების იდეით და ყველა პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიას შევთავაზეთ პრაიმერი, რათა მოსახლეობას თავად გადაეწყვიტა ვინ იქნებოდა ძლიერი კანდიდატი,
ვინ იქნებოდა ოპოზიციის საერთო კანდიდატი.
? გამოვედით ამ ინიციატივით, რათა დამარცხდეს ჭაობში ლპობის პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა.

? ჩემთვის მთავარი ამოცანა წარმატებაა!
? ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო აქციების გამოცემის შესაძლებლობა, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, ICO-ეს არის შესაძლებლობა განვითარების!

 
? ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია!
? ელექტრო ტრანსპორტი, ელექტრო ტაქსები, გამწვანების ინოვაციური მიდგომები, მწვანე ზოლის განვითარება. ჩვენი გუნდი ამ თემებზე აქტიურად მუშაობს!
? სარეკრეაციო და საფეხმავლო ბილიკები მრავლად იქნება ჩვენს ქალაქში. ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ ჰაერის დაბინძურებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ!

? ყველა საქმეს მივყვებით ბოლომდე!
ჩვენ, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ვახერხებთ ბევრი საქმის წარმატებულად გაძღოლას. უფასო სასადილოების კორუფციულ სქემაზე გამოძიება მიმდინარეობს და 6000 ადამიანი სიებში დაამატეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქამდე, ე.წ „მკვდარი სულები” ჰყავდათ სიაში – ეს ჩვენი გამარჯვებაა და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით!
? ჯანდაცვის სამინისტროში გამართული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მივიღეთ წერილობითი პასუხი, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალება არ გახდება სოციალური შემწეობის შეჩერების მიზეზი.

? ვმუშაობთ ბევრ თემაზე, რომელსაც მივიყვანთ ბოლომდე!


? ჩვემთვის მთავარია, რომ იმას წარვუდგენ ამომრჩეველს, რისიც მჯერა!
მაშინ, როდესაც არ მქონდა კანდიდატურა დასახელებული, NDI-ს გამოკითხვაში კანდიდატებს შორის, მეხუთე ადგილზე აღმოვჩნდი.
? ამომრჩვეელი გადაწყვეტს, ვის როგორი შანსები აქვს.
მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის სახლების პროექტი იყო წარმოუდგენელი და ვერ შევძლებდი მის განხორციელებას, თუმცა ჩვენ ეს შევძელით!

? ჩვენ შევძლებთ და განვახორციელებთ ყველა პროექტს, რომელიც დასახული გვაქვს!

 
კომენტარები